ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის სკოლამ
ქუთაისში პროექტის პრეზენტაცია გამართა. კერძოდ, წარადგინეს ვებ გვერდი “პარტიები.გე”, სადაც ქვეყნდება პლიტიკური პარიების წინასაარჩევნო შეხედულებეი ქყვენისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. “აღნიშნული პროექტი არის საინფორმაციო ვებ გვერდი “პარტიები.გე”. მისი მთავარი მიზანი ამომრჩევლის ინფორმირებაა. მათ შეუძლიათ თემატურად შეადაროს პარტიების პლიტიკური შეხედულებები ერთამანეთს და აგრეთვე პოლიტიკური პარტიებისთვის განვითარებაში ხელშეწყობა”,- აღნიშნა პროგრამის ხელმძღვანელმა სალომე მუხურაძემ.
პროექტი ნიდერალნდების სამეფოს საელჩოს მიერააა დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების პოლიტიკური პროგრამების ფორმირებას და საზოგადოების ინფორმირებას მათი ხედვების შესახებ.