|
ახალი ამბები -
(W) ამბები
|
|
ავტორი - keti
|
|
პარასკევი, 30 ივლისი 2010 09:35 |
|
სამწუხაროდ, დღეს უკვე წარსულში გვიწევს საუბარი... ნინო ღაჭავა-კორექტული, დინჯი, საკუთარ საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული, ობიექტური ჟურნალისტი და კიდევ ბევრი ეპითეტი შეილება ითქვას მის შესახებ, რომელიც მის პროფესიონალიზმსა თუ ადამიანურ ღირსებებს გამოხატავს.
რადიო "თავისუფლებისა" და "1 არხის" ჟურნალისტი იმერეთის რეგიონში, ნინი ღაჭავა 29 ივლისს, ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ნინომ ჟურნალისტური საქმიანობა 1992 წლიდან დაიწყო, იყო ტელევიზიების: "რიონი"; "იბერვიზია"; "ივერიონი" საინფორმაციო პროგრამების ჟურნალისტი. წერდა გაზეთებში, "P.S." და "7 დღე". 2002 წლიდან, იგი "თავისუფლების ინსტიტუტის" ომბუდსმენი იყო იმერეთში.
ნინი ღაჭავას 3 აგვისტოს, სამშაბათს ქუთაისში დაკრძალავენ.
რადიოკომპანია "ძველი ქალაქი" თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს.
|
|
|
ახალი ამბები -
(W) ამბები
|
|
ავტორი - keti
|
|
ხუთშაბათი, 22 ივლისი 2010 09:24 |
|
საკრებულოს რიგგარეშე, მე-2 სხდომაზე, ძირითადი დრო 2010 წლის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს დაეთმო. კონკრეტულად , ადგილობრივი ბიუჯეტიდან , ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის , გარე იერსახისა და შიგა კეთილმოწყობის, კაპიტალური სამუშაოებისათვის 950 ათას 200 ლარი გამოიყო , სპორტული ღონისძიებებისათვის 8000 ლარი , კონკრეტული თანხა ასევე საგზაო ნიშნებისთვისაც გამოიყო. გარდა ამისა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში აისახა ტრანსფერი, კერძოდ , პარლამენტის მშენებლობა 10მლნ-ი ლარით დაფინანსდა. რაც შეეხება ისევ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს, 47 ათასი ლარი სტიქიით დაზარალებულებს მოხმარდებათ. ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებების გარდა, სხდომაზე , ფიზიკური და იურიდიული პირების , კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების კომისის განახლება მოხდა. 2010 წლის ბიუჯეტი სულ განსაზღვრულია 13 მლნ-ი ლარით და როგორც ზემოთ აღინიშნა, 10 მლნ-ი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო და პარლამენტის მშენებლობას მოხმარდება , ხოლო 3 მლნ-ი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ქალაქის კეთილმოწყობას. აღსანიშნავი ფაქტია რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლბი არ ესწრებოდნენ.
|
|
ახალი ამბები -
(W) ამბები
|
|
ავტორი - keti
|
|
ხუთშაბათი, 15 ივლისი 2010 09:06 |
|
15 ივლისს ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ განახლებული მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა.
მერის მოადგილე დავით გორდელაძე თბილისიდან მოწვეულმა დავით ანდღულაძემ ჩაანაცვლა, რომელიც დედაქალაქის კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობდა. თვითმმართველობის სტრუქტურაში შეიქმნა რამდენიმე ახალი სამსახური, მათ შორის შესყიდვების სამსახური, რომელსაც კოტე რატიანი უხელმძღვანელებს. გაერთიანდა ტურიზმისა და ეკონომიკის სამსახურები და მათ მალხაზ ჭრელაშვილი უხელმძღვანელებს. ფუნქციონირებას დაიწყებს კონტროლის საქალაქო სამსახური კახა ქორიძის ხელმძღვანელობით, რომელიც უშუალოდ მერის დაქვემდებარებაში იქნება. ახლადშექმნილ ადგილობრივი ზედამხედველობის სამსახურს ნიკა მაჩიტიძე უხელმძღვანელებს, ხოლო კახა მაჩიტიძეს საგანგებო სიტუაციების სამსახურის მართვა დაევალა. ქალაქის კეთილმოწყობაზე ამიერიდან ანდრო მაღლაფერიძე იზრუნებს, ხოლო ტრანსპორტის სამსახურს ვალერი კლდიაშვილი უხელმძღვანელებს. საბინაო ინფრასტრუქტურის, მართვისა და კეთილმოწყობის სამსახური ფუნქციონირებას დაიწყებს ნარგიზა ჩოგოვაძის ხელმძღვანელობით. ქუთაისის საფინანსო სამსახურშიდაც განხორციელდა ცვლილებები და მისი მართვა თემურ ცაგარეიშვილს დაევალა. ქალაქის დასუფთავების სამსახურს ბესო გიორგბერიძე უხელმძღვანელებს.
|
|
|
ახალი ამბები -
(W) ამბები
|
|
ავტორი - keti
|
|
ორშაბათი, 19 ივლისი 2010 13:21 |
|
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ქუთაისში , სწრაფი კვების ობიექტი, ”მაკდონალდსი” საზეიმო ვითარებაში გახსნა. ” მაკდონალდსი” საქართველოში . პირველად 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა. დღესდღეობით ”მაკდონალდსის” სისტემაში 4 რესტორანია, რიგით მეოთხე როგორც უკვე აღინიშნა ქუთაისში გაიხსნა. ობიექტის მფლობელის, თემურ ჭყონიას განცხადებით: ” მაკდონალდსი”-ს საქმიანობის უმთავრესი პრინციპი ხარისხია. , რომელსაც უდიდესი მნიშვნელომა ენიჭება საკვების შერჩევისა და დამზადების პროცესში. რესტორანში ამჯერად 110 კაცია დასაქმებული. ამათგან ყველა ქუთაისელია. მათ ტრენინგები თბილისში გაიარეს . აღნიშნული პროექტისთვის 2 მლნ-ი ლარი დაიხარჯა.” ქვეყნის პირველმა პირმა, ”მაკდონალდსი”-ს შემდეგ მშენებარე პარლამენტი დაათვალიერა . როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა:” ქუთაისისთვის მნიშვნელოვანია რომ აქ, პარლამენტი შენდება რადგან ქალაქში დასაქმებულთა რიცხვი გაიზრდება. პარლამენტის მშენებლობას კომპანია ”მაგისტილი ” აწარმოებს . როგორც აღნიშნული კომპანიის წარმომადგენელმა , გია კურცხალიამ განაცხადა :” მშენებლობაზე აჯერად 120 კაცი მუშაობს, თუმცა მათი რაოდენობა სავარაუდოდ 400-მდე გაიზრდება. მისი თქმით , პარლამენტის მშენებლობა 2012 წელს დასრულდება.” პრეზიდენტი პარლამენტის დათვალიერების შემდეგ ქუთაისის რეაბილიტირებულ უბანში მივიდა და გაბაშვილის ბაღში , ჟურნალისტებს , ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებზე ესაუბრა.
|
|
ახალი ამბები -
(W) ამბები
|
|
ავტორი - keti
|
|
პარასკევი, 09 ივლისი 2010 13:19 |
|
ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის დირექტორმა სოსო ფხაკაძემ,მასწავლებელთა პროფკავშირები დატოვა. მან, როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” განუცხადა: ,,პროფკავშირებიდან მისი წასვლის მიზეზი ხელმძღვანელთან შეუთანხმებლობა იყო.” პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირები, ასევე, რამდენიმე მასწავლებლებმა დატოვა. თუმცა, როგორც რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას, პედაგოგთა პროფკავშირების საქალაქო ორგანიზაციის კოორდინატორი, ემზარ სვანაძე აცხადებს: ” აღნიშნული ფაქტის შესახებ მათთვის ცნობილი არ არის. მისი თქმით, ორგანიზაციაში, მხოლოდ მე-12 საჯარო სკოლის დირექტორის, სოსო ფხაკაძის წასვლის შესახებ იციან და ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო.”
|
|
|
|
|
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 შემდეგი > ბოლოს >>
|
|
1 გვერდი /4 |