“თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს”-ცხინვალის საოკუპაციო

რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმს მხარდაჭერა ქუთაისში გამოუცხადეს. ექიმები სამედიცინო დაწესებულების წინ შეიკრიბნენ და “თეთრი ხალათების” მდუმარე აქცია გამართეს.

მათი თქმით, ყველა ბერკეტი უნდა იქნას გამოყენებული, რათა უკანონოდ დაკავებული ექიმის უფლებები დაიცვან და ის საექიმო საქმიანობას დაუბრუნდეს.

“ვაპროტესტებთ ჩვენი კოლეგის დაკავებას. ვითხოვთ მის გათავისუფლებას. მან მისი საქციელით დაამტკიცა, რომ ის არის პატრიოტი. გვინდა, ყველას მივაწვდინოთ ხმა და მოვითხოვოთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ჯანმრთელი დაუბრუნდეს მის ოჯახსა და პაციენტებს,”-აცხადებენ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმები.

“თეთრი ხალათების” აქცია მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, 12 საათზე დაიწყო.

ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. გაფრინდაშვილი საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *