სპორტი
,,სამი ტური დარჩა და ყველაფერს გავაკეთებთ, უფრო მეტად შევიკვრებით" - კახა ჩხეტიანი
ეროვნული ლიგის 33-ე ტურში, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართა, ქუთისის "ტორპედო" ,,დინამოსთან" 2:1 დამარცხდა. ,,ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის თქმით, მომდევნო მატჩებში წარმატებისათვის ყველაფერს გააკეთებენ. 

,,ვფიქრობ, რომ მარცხის ღირსები არ ვიყავით შექმნილი მომენტებიდან გამომდინარე. არ ვამბობ, რომ ,,დინამოს" თამაშს ვაკნინებ. მინიმუმ ფრეს მაინც ვიმსახურებდით. ვფიქრობ, ჩემს ბიჭებს შესწევს იმის ძალა, რომ პრობლემას ავცდეთ. სამი ტური დარჩა და ყველაფერს გავაკეთებთ, უფრო მეტად შევიკვრებით. არავინ არაფერს არ ელოდება ამის დამთავრებამდე. უკვე ბიჭებმაც იციან ეგ ყველაფერი. თუ რამე სასიკეთოდ გაირკვევა და გადაწყდება, ეს პირიქით, ხელს შეუწყობს ყველას." - განაცხადა კახა ჩხეტიანმა.

მომდევნო მატჩს ქუთასის ,,ტორპედო" 10 ნომებერს წყალტუბოში ,,დილასთან" გამართავს. 

შეგახსენებთ, გუნდში ფინანსური კრიზისია. ახალი ინვესტორების მოძიება მიმდინარეობს. 

ფრანკფურტის ,,აინტრახტის" აქციონებმა. რომელბიც ქუთაისის ,,ტორეპდოთი" არიან დაინტერესებული გუნდის ფინანსური დოკუმენტები გაითხოვეს. ასევე გუნდის ფინანსური დკოუმენტაცია "ალიანს გრუპ კომპანიმ" გამოითხოვა და მერიაში აცხადებენ რომ მას შემდეგ მათ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები აღარ დაკავშირებიან. 

,,თუ სხვა ვინმეც დაინტერესებდა ქუთაისური გუნდით, ჩვენ ყველას შევხვდებით, განვიხილავთ მათ წინადადებებს. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა ინვესტორებისადმი არის ის, რომ გუნდმა გააგრძელოს ფუნქციონირება და აიღოს ლიცენზია"-განაცხადა ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა ირაკლი გიორგაძემ.



FaceBook Twitter Google
«« ნოემბერი  »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 4 - 13 °C
img
ქუთაისი 11 - 22 °C
img
ბათუმი 13 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.
16:59 / 30.10.2019