მედიაწიგნიერება
რეკომენდაცია #3

ტერმინოლოგია:

რას ნიშნავს ფეიქ ნიუსი?

ყალბი ახალი ამბები, ეგრეთ წოდებული ფეიქ ნიუსები ინტერნეტ ეპოქაში პროპაგანდის, ექსტრემისტული თუ პოლიტიკური მიზნების მიღწევის ეფექტური იარაღია.

ფეიქ ნიუსების შემქმნელები წარმატებით იყენებენ მყვირალა, პროვოკაციულ სათაურებს, მოგონილ ფაქტებს, ან კონტექსტიდან ამოგლეჯილ განცხადებებს, ყალბ - ფოტოშოპის მეშვეობით გადაკეთებულ ფოტოებს და ასე შემდეგ.

ყალბი ამბების გასავრცელებლად სპეციალურად იქმნება მედია პორტალები და ფეისბუქ-გვერდები. ისინი ინფორმაციას ეგრეთ წოდებული, ცირკულარული რეპორტინგის მეთოდით ავრცელებენ. რაც ნიშნავს, რომ რამდენიმე გამოცემა აქვეყნებს სტატიას და წყაროებად ერთმანეთს უთითებენ, ამით ინფორმაციის ნამდვილობის იმიტაციას ახდენენ.

მნიშვნელოვანია, რომ უნებლიედ ჩვენ თვითონ არ ვიქცეთ ფეიქ-ნიუსის გამავრცელებლად. ამიტომ უნდა მოვერიდოთ საეჭვო ინფორმაციის გამეორებას. მაგალითად, ასეთი მასალის საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გაზიარებას, რადგან ამით ხელს შევუწყობთ სიყალბის გავრცელებას, საკუთარ რეპუტაციას კი სერიოზულ  დარტყმას მივაყენებთ.
FaceBook Twitter Google
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 3 - 12 °C
img
ქუთაისი 8 - 17 °C
img
ბათუმი 12 - 17 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
,,ეს განსაკუთრებული სკოლაა, საინტერესო ისტორიით" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის მე-17 სკოლას ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ
11:36 / 06.12.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019