ტერმინოლოგია:

ვინ არიან ფლეიმერები და ფლუდერები?

multicat=81

ინტერნეტ სივრცეში შეიძლება წააწყდეთ ისეთ ჟარგონულ ტერმინებს, როგორებიცაა  ფლეიმერი და ფლუდერი.

ირივე ეს ტერმინის ისეთ ადამიანებს აღნიშნავს, რომლებიც ტროლინგის გარკვეულ ფორმას იყენებენ.

მაგალითად:

ფლეიმერი დისკუსიისას ცდილობს საუბარი გადაიყვანოს პირადი შეურაცხყოფის ჭრილში, ამით მოახდინოს განსახილველი თემის და დისკუსიის მონაწილეების დისკრედიტაცია.

მაგალითად, ქართულ პოლიტიკურ დისკურსში ხშირად შეხვდებით ფრაზებს – „ცხრა წელი“, „სად იყავი მაშინ როდესაც საჯიშე ბიჭებს ხოცავდნენ“; „სად იყავი მაშინ როცა მე აფხაზეთში სისხლს ვღვრიდი“ და ასე შემდეგ. ესენი ქართველი პოლიტიკური ფლეიმერების საყვარელი თემებია.

ფლუდერი – ესაა ადამიანი, რომელიც უამრავ, ხშირად თემიდან საკმაოდ დაშორებულ კომენტარს აკეთებს და ამით დისკუსიის ძირითადი ხაზის გაწყვეტას ცდილობს. ასეთი კომენტარები ხშირად უაზრო, მაგრამ პროვოკაციული და უცენზუროა. ფლუდერების კომენტარები როგორც წესი პოლიტიკური, ან ექსტრემისტული ხასიათისაა.

ზოგიერთი ფლუდერი სადისკუსიო ველზე უზარმაზარი მოცულობის, თემიდან დაცილებულ ტექსტებს აქვეყნებს, რომლებსაც არავინ კითხულობს, მაგრამ დისკუსიის მსვლელობას ხელს უშლის.

ფლეიმერების და ფლუდერების წინააღმდეგ ბრძოლის ერთდერთი, ეფექტური გზა მათი სრული იგნორირებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *