ფეისბუქი, რომელიც შეშფოთებულია ბოლო ხანს ყალბი ახალი ამბების,

ეგრეთ წოდებული ფეიქ ნიუსების გავრცელების მასშტაბით, მომხმარებელს სპეციალურ რეკომენდაციებს აწვდის. ზოგიერთ მათგანს აქ განვიხილავთ.

მაშ ასე:

სკეპტიკურად იყავით განწყობილი ისეთი სტატიების მიმართ, რომლებიც მყვირალა და სენსაციური სათაურებით გამოირჩევიან. რაც უფრო წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ სტატიაში მოთხრობილი ამბავი, თხრობის მანერა კი ისტერიული, მით უფრო დიდი ეჭვით მიუდექით მათ.

ყურადღებით დაუკვირდით ვებ-გვერდის მისამართს. არის შემთხვევები, როდესაც ყალბი ინტერნეტ გვერდი სპეციალურად, ძალიან ჰგავს ცნობილი საინფორმაციო საშუალების ვებ-პორტალს. ასეთი გვერდის მისამართი კი შეიძლება მხოლოდ რამდენიმე ასოთი განსხვავდებოდეს ორიგინალისაგან. ასევე, მიმგვანებული იყოს ლოგო, სახელწოდება და ასე შემდეგ. დარწმუნებული რომ იყოთ, საძიებო სისტემაში ჩაწერეთ საეჭვო სტატიის სათაური და გადაამოწმეთ,  ნამდვილად ეკუთვნის თუ არა იმ საინფორმაციო საშუალებას, რომლზეც თითქოსდა სტატიაში გამოქვეყნდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *