ფეისბუქი, რომელიც შეშფოთებულია ბოლო ხანს ყალბი ახალი ამბების,

ეგრეთ წოდებული ფეიქ ნიუსების გავრცელების მასშტაბით, მომხმარებელს სპეციალურ რეკომენდაციებს აწვდის. ზოგიერთ მათგანს აქ განვიხილავთ.

მაშ ასე:

ჟურნალისტებიც ადამიანები არიან, ისინიც იღლებიან ხოლმე და შეიძლება რაღაც მასალა შესაბამისი გადამოწმების გარეშე გამოაქვეყნონ. ასევე, სტატია შეიძლება შეკვეთილი იყოს, ან მისი ავტორი უბრალოდ არაპროფესიონალი, ან ანგაჟირებული.

ამიტომ, ბრმად არ ენდოთ ხოლმე ახალ ამბებს, მით უმეტეს სენსაციურს, სანამ მას მინიმუმ სამ სანდო წყაროსთან არ გადაამოწმებთ.

თუ სტატია არაა გამოქვეყნებული ავტორიტეტულ, სერიოზულ ვებ-გვერდზე, არაა გამორიცხული, რომ საქმე ფეიქ ნიუსთან გვქონდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *