როგორ ებრძვიან მსოფლიოში ტროლინგს და ფეიქ ნიუსებს?

ახალი ზელანდია პირველი ქვეყანაა, რომელმაც ტროლინგის კრიმინალიზება მოახდინა.

ამ ქვეყანაში, წინასწარგანზრახული ტროლინგი ორ წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ტროლინგს ებრძვიან ცნობილი სოციალური ქსელებიც. ამ მხრივ გამორჩევა თვითერი, რომლის ადმინისტრაციამაც განაცხადა, რომ გაამკაცრებს ტროლების საწინააღმდეგოდ მიმართულ პოლიტიკას.

ტროლებად გამოვლენილ ყალბ ანგარიშებს რეგულარულად აუქმებს ფეისბუქიც. ფეისბუქმა ტროლინგის მიმართ ბრძოლა მას შემდეგ გაააქტიურა, რაც უამრავი, რუსეთიდან მართული, ყალბი პროფილი აღმოაჩინა, რომლებიც აშშ-ის პოლიტიკურ დისკუსიებზე სერიოზულ გავლენას ახდენდნენ.

სამწუხაროდ, ტროლინგის მიმართ აჟიოტაჟის გამოყენებას ცდილობენ ავტორიტარული ქვეყნები, რომლებიც სიტყვის თავისუფლების შემზღუდავ კანონმდებლობას ქმნიან და ამას ტროლინგის წინააღმდეგ ბრძოლით ნიღბავენ.

მაგალითისთვის საკმარისია რუსეთის ფედერაციის სკანდალური კანონი გავიხსენოთ, რომელიც მოქალაქეებს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ კრიტიკული კომენტარების გამოქვეყნებას უზღუდავს.

ზოგადად, ტროლინგი საერთაშორისო სარბიელზე დაძაბულობის პროვოცირებას ახდენს.

ტერეზა მეიმ პუტინის რუსეთს ფეიქ ნიუსების ფაბრიკა უწოდა, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის შესაბამისი სამსახურები რუსეთის მიერ ამ ქვეყნების საარჩევნო კამპანიებში ჩარევის ფაქტებს იძიებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *