როგორ მოვიქცეთ, თუ ტროლი თავს დაგვესხა?

სოციალურ ქსელებში აქტიურობის დროს შეიძლება ტროლი პირადად დაგესხათ თავს.

დაიმახსოვრეთ, ტროლის მიზანი თქვენი დაცინვა, აბუჩად აგდება, შეურაცხყოფა და შედეგად თქვენი მგომარეობიდან გამოყვანაა. ამით ტროლი ცდილობს თქვენს მიერ გამოხატული მოსაზრების შინაარსიდან ისრები პირადი ურთიერთგარჩევების და  კინკლაობის სიბრტყეში გადაიტანოს და ამით თქვენი შეხედულების ნიველირება მოახდინოს.

უპირველესი შეცდომა, რაც შეიძლება ჩაიდინოთ ტროლთან დისკუსიაში შესვლაა. ამით მას მიზნის მიღწევაში ეხმარებით.

თუ შეატყობს, რომ თქვენთან დისკუსიაში მიზანს ვერ მიაღწია, ტროლი თვითონ შეგეშვებათ. როგორც წესი, მას თქვენს გარდა უამრავი სამიზნე ჰყავს.

მოიქეცით მშვიდად, არ გადააბიჯოთ კორექტულობის ფარგლებს. საჭიროების შემთხვევაში კი გამოავლინეთ და დაარეპორტეთ ასეთი ანგარიში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *