"ხალხის დასახმარებლად ნიკა ლატარიას სახლიდან მოქონდა ფული"- დავით დვალი
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ნიკოლოზ ლატარიას შემოსავლებთან და ლატარიას მევახშეობასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

საკრებულოს თავმჯდომარის გამარტებით ის ინფორმაცია, რომელიც ნიკოლოზ ლატარიას ხელფასებთან დანამატებსა და თანხის გაპროცენტებისათან დაკავშირებით გავრცელდა სიმართლეს არ შეესაბამება.

"გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნიკა ლატარია 3 წლის განმავლობაში იღებდა დანამატს, არის ტყუილი. ყველა დოკუმენტი არსებობს, რომელიც ადასტურებს, რომ ნიკა ლატარია მიღებულ დანამატს ქველმოქმედებისთვის რიცხავდა. მის მიერ 2015 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით მას 45 00 ლარის ქველმოქმედება აქვს გაწეული. ამ თანხის დიდ ნაწილს კი ლატარია ახმარდა ადგილობრივ თვითმმართველობაში ერთობლივად ორგანიზებულ ღონისძიებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას პირიქით, საკუთრი სახლიდან მოჰქონდა ფული", -აღნიშნა დავით დვალმა.

ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ასევე ტარიელ მეტონიძემ, რომელიც საკრებულოს დეპუტატია.

"მე ვარ უხელფასო დეპუტატი, ვცხოვრობ ქირით და ჩემს შვილს ჯანმრთელობის პრობლემა ქონდა, ამ ხნის განმავლობაში ნიკა ლატარია თავის ხელფასს მირიცხავდა, ისე რომ, ამაზე არსად საუბრობდა. უხერხულია, ასეთ ადამიანს დააბრალო მევახშეობა. ასეთ ადამიანებს უნდა ვუფრთხილდებოდეთ, გულს არ ვტკენდეთ და ქველმოქმედების სურვილს არ ვუკარგავდეთ", -აცხადებს ტარიელ მეტონიძე.


FaceBook Twitter Google
ვალუტა
EUR
EUR
2.8773
TRY
TRY
0.5459
USD
USD
2.4423
ამინდი
თბილისი 15 - 26 °C
img
ქუთაისი 16 - 22 °C
img
ბათუმი 17 - 21 °C
img