უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო რუსეთი უკვე დასტოვა დასავლური ბრენდების უდიდესმა უმრავლესობამ, მათ შორის ტექნოლოგიურმა გიგანტებმაც.

 

 

როგორც The Wall Street Journal იუწყება, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ოფიციალურად არ შეერთებია სანქციებს, ორი ჩინური კომპანია –  Xiaomi და Lenovo შიშობენ, რომ ისინი გაიზიარებენ Huawei-ს ბედს და დასავლური სანქციების ქვეშ აღმოჩნდებიან, თუ რუსეთის ბაზარზე ოპერირებას გააგრძელებენ.

 

ორივე მათგანმა უკვე შეამცირა რუსეთში საკუთარი საქონლის მიწოდება და ქვეყანას „ჩუმად“ ტოვებენ.

 

აღნიშნული გადაწყვეტილება შესაძლოა რუსეთისთვის კატასტროფული აღმოჩნდეს, რადგან ამ ორი გიგანტის გასვლის შემთხვევაში რუსეთი ფაქტობრივად კომპიუტერული და მობილური ტექნიკის გარეშე დარჩება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *