სპორტი
"რეკომენდაციების ადრესატი არის ჯანდაცვის სამინისტრო"-ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი ომბუცმენის კრიტიკაზე
სახალხო დამცველის კრიტიკულ შეფასებაზე კომენტარი ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციში გააკეთეს. როგორც დაწესებულებაში განმარტავენ, რეკომენდაციების ადრესატი ჯანდაცვის სამინისტროა.

"სახალხო დამცველის რეკომენდაციები სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობისა და პაციენტთა მხარდამჭერი სისტემის არარსებობის შესახებ არის სისტემური პრობლემა და შესაბამისად, ამ რეკომენდაციების ადრესატი არის ჯანდაცვის სამინისტრო. რაც შეეხება კონკრეტულად სტაციონარში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, კერძო ინვესტორს დაწყებული აქვს უკვე სარემონტო სამუშაოები და 2020 წლისთვის, გეგმის მიხედვით, მთლიანი შენობა გარემონტებული იქნება. გეგმის შესაბამისად, ხორციელდება სტაციონარის ეტაპობრივი რესტავრირება, უკვე გასახსნელად მზად გვაქვს 100 პაციენტზე გათვლილი ევროპული ტიპის კორპუსი, რომელც 10 ოქტომბეს, ფსიქიატრიის მსოფლიო დღეს უნდა გახსნილიყო, მაგრამ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გადაიდო. სტაციონარის ბაზაზე არსებული ახალი სამედიცინო კორპუსი 30 ოქტომბერს გაიხსნება. ვიზიარებთ იმ აზრს, რომ დაწესებულებაში ბევრი სამუშაოა, როგორც ინფრასტრუქტურული ასევე სამედიცინო კუთხით. ამ საკითხებზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და სტაციონარში განხორციელებულ ბოლო პოზიტიურ ცვლილებებს წამების საერთაშორისო მონიტორინგიც აღნიშნავს თავის ანგარიშში. სიახლეები არც ნინო ლომჯარიას გამოპარვია, მან ჩვენივე თხოვნით არ გააკეთა აქცენტი ახალ კორპუსზე, რადგან ჯერ ოფიციალუი რეზენტაცია არ გაგვიკეთებია,"-აცხადენ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ნინო ლომჯარიას დაწესებულებაში სავალალო მდგომარეობა დახვდა, საცხოვრებელი ოთახების უმეტესობა ჰიგიენის მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ამორტიზებული შენობა, ჩამოყრილი ბათქაში, ჩამსხვრეული მინები, მორყეული კარ–ფანჯარა, მოუწესრიგებელი სველი წერტილები და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები მთლიანი დაწესებულების, განსაკუთრებით კი თავშესაფრის მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციარებს ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.
FaceBook Twitter Google
«« დეკემბერი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი -2 - 8 °C
img
ქუთაისი 2 - 14 °C
img
ბათუმი 7 - 14 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
პატარა ქუთაისელი მუსიკოსი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტში
17:48 / 26.11.2019
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება
მესხიშვილის თეატრი ევროპული თეატრალური კონვენციის წევრი ხდება.
17:45 / 26.11.2019
,,ეს განსაკუთრებული სკოლაა, საინტერესო ისტორიით" - აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისის მე-17 სკოლას ეწვია
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ
11:36 / 06.12.2019
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"
"არ ველოდი ასეთი რეზონანსი თუ მოჰყვებოდა, ეს იყო უწყინარი ხუმრობა"-ასე
14:45 / 20.11.2019