ზესტაფონელმა მოჭიდავემ მინდია ლილუაშვილმა კორეაში მიმდინარე მსოფლიო

ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. სპორტსმენს კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მოპოვებას იმერეთის გუბერნატორი ულოცავს. 

,,ვულოცავ ჩვენ სპორტსმენს, მის გულშემატკივრებს და ყველა ზესტაფონელს ამ წარმატებას. მინდია ლილუაშვილი ასევე ზესტაფონიდან ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის პრიზიორი გახდა, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა. ვუსურვებთ მას კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს და წინსვლას სპორტულ კარიერაში!”- აცხადებს იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *