ქუთაისის ,,ტორპედოს” მწვრთნელი კახა ჩხეტიანი აცხადებს, რომ ფრანკფურტის

,,აინტრახტის” აქციონერები ქუთაისში 3-4 დღეში დაბრუნდებიან. მწვრთნელის განცხადებაში, რომელსაც გუნდის ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ წერია:

,, გერმანული “აინტრახტის” აქციონერები თავდაპირველად მე დამიკავშირდნენ. შევხვდი, ვისაუბრეთ, შემდეგ ქალაქის მერიასაც შეხვდნენ და თავიანთი ინტერესი გამოხატეს.

მათ სტადიონისა და ბაზის რამდენიმეწლიანი იჯარით აღება სურთ. გარდა ამისა, აპირებენ აკადემიის შექმნას. ამ მიზეზით, დაინტერესებულნი არიან მიწის ნაკვეთით, სადაც რამდენიმე ახალ მოედანს ააშენებენ. დარწმუნებული ვარ, რომ არც მერია, არც ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფო ამ ყველაფერს ხელს არ შეუშლიან – “ტორპედოს” გადარჩენა ყველას ინტერესშია! ქუთაისში ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს და თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ვფიქრობ, ქალაქში ფეხბურთი გაცოცხლდება.

3-4 დღეში “აინტრახტის” აქციონერები საქართველოში ჩამოდიან. მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქუთაისის მერიაში. სფფ-ც და მერიაც ყველაფერს იზამენ, რომ მათ ინტერესი არ გაუქრეთ… თუ ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდა, ეს ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებული პრეცენდენტი იქნება.” – აცხადებს ჩხეტიანი. 

ფრანკფურტის ,,აინტრახტის” აქციონებმა, რომლებიც ქუთაისის ,,ტორეპდოთი” არიან დაინტერესებული, გუნდის ფინანსური დოკუმენტები მოითხოვეს. მერიამ მათ შესაბამისი დოკუმენტები გადასცა.

აქციონერებმა ქუთაისის მერიას ,,ტორპედოზე” პასუხისმგებლობის აღების სანაცვლოდ 4 პუნქტიანი პირობა წაუყენეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *