ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიო თასზე,

(სატელიტი) ხმლით ფარიკაობაში, ქუთაისელმა სანდრო ბაზაძემ პირველი ადგილი დაიკავა.

ჯგუფურ ეტაპზე სანდრო ბაზაძემ ექვსიდან ხუთი შეხვედრა მოიგო, T16-ში თურქ მუჰამედ ანასიზის 15:3 სძლია, T8-ში არგენტინელ სტეფანო ლუკეტის 15:7 მოუგო, ნახევარფინალში კი ენვერ ილდირიმი 15:11 დაამარცხა.

ფინალში ბაზაძემ ბრიტანელ ჯეიმს ჰონეიბონის 15:8 სძლია და მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა.

ფოტო: ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *