ქუთაისის ,,ტორპედოში” ფინანსური პრობლემები კვლავ მოუგვარებელია. ამ ფონზე მათ 16 სექტემბერს

“საბურთალოსთან” მატჩი ფრედ დაასრულეს. მატჩის შემდეგ გუნდის მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა განაცხადა, რომ პრობლემის მოგვარებაში ყველა მხარე ჩართულია და იმედოვნებს, რომ ფინანსური პრობლემები გუნდში მალე მოგვარდება.

,,ყველა დაიღალა ამ ყველაფრით, იმედია მოგვარდება ყველაფერი. ყველა ჩართულია ამ პროცესში. როგორც მერია, ისე ფედერაციაც. ყველანი გვერდით გვიდგანან და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ყველა პრობლემა მოგვარდება. მთელი ქვეყანა დავღალეთ ჩვენს ხელფასებზე საუბროთ.”- განაცხადა კახა ჩხეტიანმა.

გუნდში არსებული პრობლემები გულშემატკივრებმა არაერთხელ გააპროტესტეს. ბოლოს გამართული აქციის შემდეგ მათ ქალაქის მერი შეხვდათ. გულშემატკივრებთან შეხვედრაზე ქუთაისის მერი უმოქმედობაში დაადანაშაულეს. ფანკლუბის წევრებმა განაცხადეს, რომ გუნდი იშლება და მერია ამ დრომდე არაფერს აკეთებს.

ქუთაისის მერმა ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ მერიამ “ტორპედოსთან” მიმართებაში ყველა ნაბიჯი სწორად გადადგა. ქმედითი ნაბიჯების განსახორციელებლად კი აუცილებელია, გუნდი მერიის ბალანსზე გადავიდეს.ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” ფანკლუბის წევრი, ლევან ფილიპაშვილი კლუბის დროებითი მმართველის მოადგილედ დანიშნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *