ქუთაისის მერიამ კლუბ ,,ტორპედოს” დაბრუნების პროცესი დაიწყო. თვითმმართველობამ უკვე

ოფიციალურად მიმართა შპს ,,საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის” ადმინისტრაციას. ინფორმაციის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე განმარტებით, კლუბის მერიის ბალანსზე დაბრუნების საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ მიმდინარე წლის 4 სექტემბერს გახდება ცნობილი.

საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქუთაისის მერიის, საკრებულოსა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრისას კლუბის გადაცემის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული.

“ქუთაისის მერი ასევე შეხვდა კლუბის პრეზიდენტ ზაალ ჩაჩავას. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, თვითმმართველობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ,,ტორპედომ” ითამაშოს უმაღლეს ლიგაში,”-წერია მერიის განცხადებაში.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *