,,ტორპედოში” არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარე

კვირაში გაიმართება.  როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, გუნდი ჯერ მერიის ბალანსზე არ იმყოფება. 
შეხვედრას, რომელიც 29 აგვისტოს უნდა გაიმართოს, მერიის, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დაეწრებიან. შეხვედრის შემდეგ გადაწყდება მოუწევს თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობას გუნდის საკუთარი ბიუჯეტით შენახვა. 

მერიის პრეესამსახურში შეხვედრის ჩატარების დროსა და ადგილის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. 

შეგახსენებთ, რომ ზაალ ჩაჩავა ქუთაისის ,,ტორპედოს” პრეზიდენტი აღარაა. ,,ტორპედოში” ფინანსური კრიზისია. გუნდის გულშემატკივრები ზაალ ჩაჩავას ,,ტორპედოდან” წასვლას რამდენიმე თვეა ითხოვდნენ.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ,,ნაციონალური მოძრაობიდან” გიგა შუშანია მიიჩნევს, რომ ,,ტორპედოზე” პასუხისმგებლობა ფეხბურთის ფედერაციამ უნდა აიღოს, რადგან ქალაქის ბიუჯეტი ამას ვერ შეძლებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *