“მერიამ ყოველდღიურ ჯარიმაზე გაგვიშვა. კრიზისულ პერიოდში გადავურიცხეთ

50 ათასი ლარი.” – ამის შესახებ გასულ კვირას რადიო ,,ძველ ქალაქთან” საუბრისას ,,ტორპედოს” პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ განაცხადა. ქუთაისის მერიამ კლუბის პრეზიდენტი საპრივატიზაციო თანხის გადაუხდელობის გამო დააჯარიმა.

” ჩვენ გადავიხადეთ პირველ წელს 100 ათასი ლარი, შემდეგ წელს, ანუ ამ წელს გამოგვეპარა ამ წლის გადასახადი. როცა ატყდა ამბავი, ჩინელებზე და ა.შ., როცა კლუბში თანხა არ იყო, ამასობაში გამოჩნდა მერიაც და დაგვიწყო ამ თემაზე ლაპარაკი. მერიამ ყოველდღიურ ჯარიმაზე გაგვიშვა. კრიზისულ პერიოდში გადავურიცხეთ 50 ათასი ლარი. მერიისათვის მისაცემი დაგვრჩა 150 ათასი ლარი.” – განაცხადა ჩაჩავამ.

აგვისტოში ქუთაისის მერისა და ,,ტორპედოს” პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *