ქუთაისში 2020 წელს სპორტული სკოლების რეაბილიტაცია იგეგემება.

ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, სამუშაოები კრივის, ძიუდოს, თავისუფალი ჭიდაობის, მძლეოსნობის დარბაზებისა და ნიჩბოსნობის სკოლაში ჩატარდება და მილიონ 300 ათასი ლარი დაიხარჯება.

,,ქუთაისში საკმაოდ წარმატებული სპორტსმენები გვყავს. გვინდა ბავშებს მეტად შევუქმნათ კარგი პირობები. დაგეგმილია კრივის, ძიუდოს, თავისუფალი ჭიდაობის, მძლეოსნობის დარბაზებისა და ნიჩბოსნობის კომპლექსის რეაბილიტაცია. რეაბილიტაციისათვის ვითვალისწინებთ მილიონ 300 ათას ლარს. რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ქალაქის ბავშვების უდიდესი ნაწილი ევროსტანდარტებით მოსწესრიგებულ დარბაზებში ივარჯიშებენ”.- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

2020 წელს სპორტული სკოლების გარდა, რებილიტაცია სახელოვნებო დაწესებულებებშიც ჩატარდება. სპორტული სკოლების და სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის 2 170 000 ლარი დაიხარჯება.

ფოტო:http://msy.gov.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *