ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს ქუთაისის ,,ტორპედო”

,,ორდაბასთან” 18 ივლისს გამართავს. შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე 21:00 საათზე გაიმართება. პირველ შეხვედრაში ქუთაისის გუნდმა სტუმრად 0:1 წააგო. 

ფინანსური პრობელების გამო ,,ტორპედო” 12-მა ფეხბურთელმა დატოვა, ამიტომ ,,ტორპედო” ყაზახეთში ახალი გუნდით ჩავიდა. გუნდის მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის განცხადებით, წინა შეხვედრაში მოწინააღმდეგეს გოლის განატანის არაერთი შანსი, ჰქოდა თუმცა ეს ვერ მოახერხეს, რაც მათ საპასუხო მატჩში წარმატების შანსს აძლევს. 

,,ოჩოს ქოხმა ” “ტორპედოს” მხარდასაჭერად სიმღერა ჩაწერა. საპასუხო მატჩისთვის განსაკუთრებით ემზადებიან გულშემატკივრები.  

,, “ტორპედოს” უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს ევროპა ლიგის შესარჩევ ეტაპზე. გამომდინარე იქედან, რომ გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს და ახალ გუნდს შეთამაშება აკლია, აუცილებელია დავემატოთ გულშემატკივრები მე-12 ფეხბურთელად. ,,ტორპედოს” არა მარტო ქუთაისის ,არამედ საქართველოს სახელით უწევს გამოსვლა, ასე რომ სრულიად საქართველო უნდა დაუდგეს გვერდით.”-  ამბობს ,,ტორპედოს” გულშემატკივარი ქეთა ჯალაღანია.  

ქუთაისში გულშემატკივრისთვის გამოიყოფა ავტობუსები, რომლითაც თბილისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონიდან 16:00 საათზე გაემგზავრებიან. გულშემატკივრისთვის მგზავრობა და მატჩზე დასწრება უფასოა.

ფოტო:F.C. Torpedo Kutaisi

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *