ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში “ტორპედო”

“ორდაბასთან” მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 65-ე წუთზე იერლანოვმა გაიტანა.  

ფინანსური პრობელების გამო ,,ტორპედო” 12-მა ფეხბურთელმა დატოვა. როგორც მწვრთნელმა განაცხადა, ფაქტიურად ყაზახეთში ახალი გუნდით ჩავიდა.

,,დავმარცხდით ერთ-ერთ ძლიერ გუნდთან, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნეს. საპასუხო მატჩამდე ერთი კვირაა და ამ დროს მაქსიმალურად გამოვიყენებთ უკეთ მოსამზადებლად.კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მარცხი ცუდია, მაგრამ ანგარიში – მისაღები. “ორდაბასს” გოლის გატანის კიდევ არაერთი შანსი ჰქონდა, თუმცა, საბედნიეროდ, ვერ გაიტანეს და საპასუხო შეხვედრაში შანსი გვაქვს. ერთი კვირის შეკრებილი გუნდი ვართ და ამის გათვალისწინებით, ფეხბურთელების დღევანდელი გარჯით კმაყოფილი ვარ. მათ ჩემი დავალებები კარგად შეასრულეს, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ.” – განაცხადა ,,ტორპედოს” მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა.

საპასუხო შეხვედრას ,,ტორპედო” ,,ორდაბასთან” 18 ივლისს თბილისში გაიმართავს. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *