“ჩაჩავა უნდა წავიდეს”- ქუთაისის საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” გულშემატკივრება

მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ გუნდი 6-მა წამყვანმა ფეხბურთელმა უკვე დატოვა. მათივე თქმით, “ტორპედოდან” წასვლის სურვილი სხვა ფეხბურთელებსაც აქვთ და არსებული შემადგენლობით გუნდი ასპარეზობას ვერ შეძლებს. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტის ზაალ ჩაჩავას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს და დადგინდეს თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა გუნდში თანხები.

“6-მა წამყვანა ფეხბურთელმა დატოვა გუნდი, მეშვიდე ახლა მიდის. ჩაჩავა გამოვიდეს და თქვას, რატომ წავიდნენ ფეხბურთელები. ვითხოვთ, გამოიძიონ რამდემად მიზნობრივად დაიხარჯა თანხები და რატომ მისცა თანხის გადახდის პირობა ჩაჩავამ ფეხბურთელებს თუ ამის საშუალება არ ჰქონდა,”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრები ქუთაისის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცადებენ, რომ საჭიროა თვითმმართველობა “ტორპედოს” საქმიანობაში უფრო მკაცრად ჩაერიოს.

აქციის მონაწილეებთან საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ალეკო ახალაძე მივიდა. მისი თქმით, გუნდში არსებული პრობლემების ქუთაისის მხოლოდ მერიისთვის გადაბრალება არასწორია და მასზე საუბარი გუნდის წარმომადგენლობას მდგომარეობის გართულებამდე უნდა დაეწყო. ახალაძემ პრობლემების გასაცნობად დრო მოითხოვა, რასაც აქციის მინაწილეების უკმაყოფილება მოჰყვა.

შეგახსენებთ, გუნდში ფინანსური კრიზისია, რის გამოც “ტორპედოს” ფეხბურთელები ტოვებენ. რამდენიმე თვეა მათ ხელფასები არ აუღიათ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *