სპორტი
საქართველოს რაგბის მეორე ეროვნული ნაკრები ქუთაისში ინგლისის საგრაფოებს დაუპირისპირდება
საქართველო XV (ყოფილი მზარდი საქართველო, საქართველოს მეორე ეროვნული ნაკრები) ინგლისის საგრაფოებთან სერიის პირველ მატჩს გამართავს. შეხვედრა ქუთაისში, აია არენაზე, დღეს, 7 ივნისს, 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით
, საქართველო XV-ის შემადგენლობაში ერთი ლეგიონერი "ექსეთერის უნივერსიტეტის" ახალგაზრდა მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი იქნება. შემადგენლობა ასეთია:

შერკინება | ფორვარდები

1. ზურაბ ერისთავი (ბათუმი), 2. ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), 3. რევაზ წიკლაური (აია), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი), 5. ალექსანდრე ქოიავა (ბათუმი), 6. გურამ შენგელია (კაპიტანი, ჯიქი), 7. კობა ჯიმშელეიშვილი (არმაზი), 8. თორნიკე აქუბარდია (ხარები).

ხაზი | ბექები

15. მამუკა ნინიძე (ბათუმი), 14. გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), 13. რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო-სარასენსი), 12. ბექა ურჯუკაშვილი (ბათუმი), 11. ალექსანდრე სვანიძე (არმაზი), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. ვაჟა ხუციშვილი (ბათუმი);

მარქაფა

16. ლევან ლომაური (აკადემია),17. ვახტანგ ქვათაძე (ლოკომოტივი), 18.ნოდარ მექერიშვილი (აკადემია), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 20. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), 21. ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი), 22. ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო-სარასენსი), 23. გიორგი ნათელაშვილი (ხარები).



| Print |