პოლიციამ ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

ბრალდებულმა ზესტაფონში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან ოქროს ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული ო.ქ. წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის მრავალჯერ ნასამართლევია.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *