ქართველმა ძალოსანმა ნოემბერში გამართულ მსოფლიო

პირველობაზე 7 მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ტალახაძეს 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენისთვის  დამზადებული სპეციალური პრიზი – “ოლიმპიური ალი” ლერი ხაბელოვმა გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. მინისტრმა ისაუბრა წარმატებულ 2018 წელზე და აღნიშნა, რომ სპორტი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

“მინდა მივულოცო ყველა სპორტსმენს, ყველა გულშემატკივარს. მართლაც უმნიშვნელოვანესი წელი იყო. საქართველოს ისტორიაში ასეთი წარმატებული და შედეგიანი წელი ჯერ არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია ბევრად მეტის მიღწევა. სპორტი მომავალ წელსაც აუცილებლად იქნება სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა და სპორტსმენებისთვის სავარჯიშო პირობების გაუმჯობესება წარმატებული 2019 წლის საწინდარია.” – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაზე 4 სპორტსმენი იყო წარდგენილი: ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი), გურამ თუშიშვილი (მსოფლიოს ჩემპიონი) და ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩინეთისა და გერმანიის ღია პირველობის გამარჯვებული, ATP-ის რეიტინგში მსოფლიოს 21-ე ჩოგანი).
მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გიორგი ჩხიკვაძე 10 000 ლარით დააჯილდოვა ოლიმპიური კომიტეტის გენერალურმა სპონსორმა “საქართველოს ბანკმა”. ლაშა ტალახაძემ კი კომპანიისგან 4 000 000 PLUS ქულა მიიღო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *