ქუთაისის მერია 2018 წლის წარმატებულ

სპორტსმენებს დააჯილდოვებს. ღონისძიების გასამართავად 8 ათასი ლარია განკუთვნილი. შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ამ თანხით ექვს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებისთვის 16 სიმბოლური პრიზი დამზადება. ხოლო ღონისძიებაზე მიწვეული ყველა სპორტსმენი 130 სასაჩუქრე ნობათით დასაჩუქრება. კვებითი მომსახურება კი 170 პირზეა გათვლილი. 

სატენდერო წინადადბების მიღება დღეს,4 დეკემბერს დაიწყო და 7 დეკემბერს დასრულდება. 

ქუთაისში წარმატებულ სორტსმენებს ყოველ წელს აჯილდოვებენ. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *