სპორტი
"რეკომენდაციების ადრესატი არის ჯანდაცვის სამინისტრო"-ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი ომბუცმენის კრიტიკაზე
სახალხო დამცველის კრიტიკულ შეფასებაზე კომენტარი ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციში გააკეთეს. როგორც დაწესებულებაში განმარტავენ, რეკომენდაციების ადრესატი ჯანდაცვის სამინისტროა.

"სახალხო დამცველის რეკომენდაციები სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობისა და პაციენტთა მხარდამჭერი სისტემის არარსებობის შესახებ არის სისტემური პრობლემა და შესაბამისად, ამ რეკომენდაციების ადრესატი არის ჯანდაცვის სამინისტრო. რაც შეეხება კონკრეტულად სტაციონარში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, კერძო ინვესტორს დაწყებული აქვს უკვე სარემონტო სამუშაოები და 2020 წლისთვის, გეგმის მიხედვით, მთლიანი შენობა გარემონტებული იქნება. გეგმის შესაბამისად, ხორციელდება სტაციონარის ეტაპობრივი რესტავრირება, უკვე გასახსნელად მზად გვაქვს 100 პაციენტზე გათვლილი ევროპული ტიპის კორპუსი, რომელც 10 ოქტომბეს, ფსიქიატრიის მსოფლიო დღეს უნდა გახსნილიყო, მაგრამ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გადაიდო. სტაციონარის ბაზაზე არსებული ახალი სამედიცინო კორპუსი 30 ოქტომბერს გაიხსნება. ვიზიარებთ იმ აზრს, რომ დაწესებულებაში ბევრი სამუშაოა, როგორც ინფრასტრუქტურული ასევე სამედიცინო კუთხით. ამ საკითხებზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და სტაციონარში განხორციელებულ ბოლო პოზიტიურ ცვლილებებს წამების საერთაშორისო მონიტორინგიც აღნიშნავს თავის ანგარიშში. სიახლეები არც ნინო ლომჯარიას გამოპარვია, მან ჩვენივე თხოვნით არ გააკეთა აქცენტი ახალ კორპუსზე, რადგან ჯერ ოფიციალუი რეზენტაცია არ გაგვიკეთებია,"-აცხადენ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ნინო ლომჯარიას დაწესებულებაში სავალალო მდგომარეობა დახვდა, საცხოვრებელი ოთახების უმეტესობა ჰიგიენის მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ამორტიზებული შენობა, ჩამოყრილი ბათქაში, ჩამსხვრეული მინები, მორყეული კარ–ფანჯარა, მოუწესრიგებელი სველი წერტილები და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები მთლიანი დაწესებულების, განსაკუთრებით კი თავშესაფრის მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციარებს ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16 ნოემბერს, 13:00 საათზე, სპორტის მუზეუმში მინდვრის ჰოკეიში
გამარჯვებულ
15:09 / 15.11.2018
16 ნოემბერს, 13:00 საათზე, სპორტის მუზეუმში მინდვრის ჰოკეიში გამარჯვებულ
ქუთაისში  ახალი სამხედრო ჰოსპიტალი  გაიხსნა.
13:45 / 15.11.2018
ქუთაისში  ახალი სამხედრო ჰოსპიტალი  გაიხსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს 58%-ით
შემცირდა ქალთა მკვლელობები.
21:35 / 14.11.2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს 58%-ით შემცირდა ქალთა მკვლელობები.

სანამ ფერმერთა ნაწილი აზიური ფაროსანასა და  სოკოვანი თუ
ბაქტერიული დაავადებების გამო,
20:17 / 13.11.2018

სანამ ფერმერთა ნაწილი აზიური ფაროსანასა და  სოკოვანი თუ ბაქტერიული დაავადებების გამო,

ახალი ამბები
"ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდი ჩართულია წინასაარჩევნო პროცესებში, მათ შორის მისი დამფუძნებელიც, ბიძინა ივანიშვილიც"
14:22 / 15.11.2018
თბი­ლის­ში სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნე­რე­ბის ნა­წილ­ზე, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ნაც­ვლად, ბი­ძი­ნა
ქუთაისში ოლიმპიური აუზის მშენებლობა დაიწყება
14:14 / 15.11.2018
ქუთაისში ოლიმპიური საცურაო აუზი აშენდება.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება
21:17 / 14.11.2018

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

წყალტუბოში "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს ცოტნე ზურაბიანი უხელმძღვანელებს
19:36 / 14.11.2018
"გადავდივართ პროაქტიულ მუშაობაზე."- ამის შესახებ
ტოვებენ თუ არა წყალტუბოში "ევროპულ საქართველოს" წევრები
19:26 / 14.11.2018
გავრცელებული ინფორმაციით, "ევროპული საქართველოს"
ვალუტა
EUR
EUR
3.0268
TRY
TRY
0.4988
USD
USD
2.6727
«« ნოემბერი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
ამინდი
თბილისი -1 - 11 °C
img
ქუთაისი 4 - 13 °C
img
ბათუმი 9 - 14 °C
img