ქუთაისის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის მინი-ფეხბურთში ტურნირი მოეწყობა.

შეჯიბრი 17 ოქტომბერს, სპორტის სასახლეში, 18:00 სთ-ზე გაიხსნება. პირველ დღეს ერთმანეთს გამარჯვებისა და ძელქვიანის, სულხან-საბასა და ავტოქარხნის, უქიმერიონისა და მუხრანის ადმინისტრაციული ერთეულების გუნდები დაუპირისპირდებიან.

შეჯიბრებები 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მასში ქუთაისის 12 ადმინისტრაციული ერთეულის 13 გუნდი ჩაერთვება. 

ტურნირი ა(ა)იპ “სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების” ორგანიზებით ყოველწლიურად ეწყობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *