საერთაშორისო აეროპორტთან (კოპიტნარი) სატრანსპორტო

|48 კვანძის მოწყობისათვის მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში 5 მილიონი ლარია გამოყოფილი. 2019 წელს სწორედ ამ ღირებულების სამუშაოების შესრულება იგეგმება. მიმდინარე წლის გეგმა კი 10 მილიონი ლარია, ხოლო 2020 წლისათვის კიდევ 5 მილიონი ლარის დახარჯვაა ნავარაუდევი.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე და პირიქით კომფორტული გადაადგილების და ზოგადად მგზავრობის გაიოლებისა და მიმზიდველობის ამაღლების უზრუნველსაყოფად, 2017 წელს დაიგეგმა ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარება.

“ქუთაისი საქართველოში სიდიდით მე-2 ქალაქია. აეროპორტზე (განსაკუთრებით ბოლო წლებში) მგზავრთა ნაკადის საგრძნობი დატვირთვა შეინიშნება. ასევე ნავარაუდებია მგზავრთა ნაკადის ზრდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მასთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის განვითარება/გაუმჯობესება.” – წერია 2017 წლის დოკუმენტში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის ხაზის მშენებლობის პროექტის შესახებ ინფორმაციას შეიცავს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *