14 სექტემბერს, ქუთაიში, მოსწავლე ახალგაზრდობის

პარკში სკეიტ პარკი ოფიციალურად გაიხსნება. გახსნაში მონაწილეობას ის ახალგაზრდები მიიღებენ, რომელბიც ქალაქში სკეიტ პარკის მოწყობას წლებია ითხოვდნენ.

მიმდინარე წელს ქუთაისში სკეიტ პარკის პროექტირებისათვის ტენდერი მეორედ ჩავარდა. თვითმმარველობამ განმეორებითი ტენდერი გამოაცხადა. პირველ ჯერზე ჩავარდნილი ტენდერის გამო, ქუთაისის მერიამ პროექტის თანხა რვა ათას ლარამდე გაზარდა. მიუხედავად თანხის გაზრდისა, პროექტით არავინ დაინტერესებულა. საბოლოოდ მის მოსაწყობად 200 ათასი ლარი დაიხარჯა. სკეიტ ბორდისთვის განკუთვნილი მოედნის ირგვლივ დიოდური სანათები დამონტაჟდა. 

სკეიტ პარკის ოფიციალურად გახსნის ღონისძიება 14 სექტემბერს 19 საათზე დაიწყება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *