“ტორპედო” “ლუდოგორეცთან” ევროპალიგის

პლეი-ოფის მატჩს 23 აგვისტოს გამართავს. შეხვედრა მიხეილ მესხის სტადიონზე 20 საათზე გაიმართება. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, “ტორპედოს” ეროვნული ლიგის კიდევ ორი ტური გადაუდეს. 

“ჩვენი გუნდი ევროპალიგის პლეი-ოფის უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის ემზადება, რომელიც 23 და 30 აგვისტოს “ლუდოგორეცის” წინააღმდეგ ელის.

პარალელურად, 20 (“ლოკომოტივი”) და 26 აგვისტოს (“დინამო”) “ტორპედოს” ეროვნული ლიგის ორი ტური უნდა გაემართა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ გაითვალისწინა კლუბის თხოვნა და მატჩები გადადო, რისთვისაც მადლობას ვუხდით. “ტორპედო” აღნიშნულ მატჩებს მოგვიანებით გამართავს.

მადლობას ვუხდით ორივე თბილისურ კლუბს, “ლოკომოტივსა” და “დინამოს”, რომლებიც ასევე დათანხმდნენ მატჩების გადადებაზე.

აქვე გეტყვით, რომ აქამდე “ტორპედოს” გორის “დილასთან” და “რუსთავთან” გასამართი მატჩები გადაუდეს. “დილას” “ტორპედო” 7 სექტემბერს დაუპირისპირდება, ხოლო “რუსთავს” – 12-ში.”- წერია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *