სპორტი
"ტორპედო" და "შერიფი" საპასუხო მატჩისთვის ემზადებიან - შეცდომები, რომელთა გამოსწორებასაც გუნდები გეგმავენ
ქუთაისის "ტორპედომ" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. ტირასპოლის "შერიფთან" გამართული პირველი მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ანგარიშით 2:1 დასრულდა.

დაძაბულ მატჩში ტორპედოს კარში გოლი ზიგუი ბადიბანგამ მეთოთხმეტე წუთზე გაიტანა. წონასწორობა გიორგი ქიმაძემ აღადგინა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმში კი გამარჯვების გოლი კი თერთმეტმეტრიანიდან გიორგი კუხიანიძემ გაიტანა.

ტორპედოელებს რამდენიმე გოლის გატანის საშუალება კიდევ ჰქონდათ, თუმცა მომენტი ვერ გამოიყენეს. ანგარიშის გათანაბრებას შეეცადნენ სტუმრებიც, თუმცა მეკარე როინ კვასხვაძემ გუნდის გადარჩენა შეძლო.

მატჩის დასრულების შემდეგ გუნდების მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს და მატჩი შეაჯამეს.

"შერიფის" მწვრთნელმა გორან საბლჩმა ტორპედოს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ წინ საპასუხო შეხვედრაა და შეცდომები, რომლებიც გუნდმა პირველ მატჩში დაუშვა გამოასწორებენ.



ტორპედოს მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა. განცხადა, რომ გუნდს შეთამაშება აკლია, თუმცა ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ტორპედო მომდევნო ეტაპზე გადავიდეს.


კომენტარები, შეფასებები ვრცლად მოისმინეთ სიუჟეტში: 





FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის
11:33 / 11.07.2018
ქუთაისის "ტორპედომ" ჩემპიონთა ლიგის
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი
23:16 / 10.07.2018
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი
ახალი ამბები
ქუთაისში რუსთაველის ხიდი რეაბილიტირდება
15:48 / 13.07.2018
ქუთაისში რუსთაველის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ქუთაისის მერია: მაღალჩინოსნების დეკლარაცია კანონის მოთხოვნების შესაბამისადაა შევსებული
13:18 / 13.07.2018
ქუთაისის მერიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევას" ეხმაურებიან.
ქუთაისის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების დამალული ქონება და ბიზნეს წილები-TI-ის კვლევა
14:00 / 12.07.2018
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-მ ქუთაისის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა.
ქუთაისის მერია მოქალაქეების ინიციატივებს მიიღებს
20:01 / 07.07.2018
ქუთაისის მერია მოქალაქეთა თავისუფალი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებას იწყებს.
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა
19:33 / 07.07.2018
ქუთაისის მერიაში მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა შეიკრიბა.
ვალუტა
EUR
EUR
2.8458
TRY
TRY
0.5040
USD
USD
2.4478
«« ივლისი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 18 - 29 °C
img
ქუთაისი 18 - 24 °C
img
ბათუმი 20 - 24 °C
img