ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო.

|48 სოფელ წიფაში 2,5 კმ გზა მობეტონდა. პროექტის ღირებულებამ 235 061 ლარი შეადგინა. სამუშაოებისთვის თანხა მთის განვითარების ფონდიდან გამოიყო.

გზის 2 კმ–იანი მონაკვეთი დაიგო მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ გოლათუბანშიც. სამუშაოებისთვის 300 000 ლარამდე იყო გამოყოფილი.
ასევე, სოფელ ნებოძირში ცენტრალური გზის მშენებლობა დასრულდა.

2018 წელს ძირულა–ხარაგაული–მოლითი–ფონა–ჩუმათელეთის 50 კმ–იანი გზის მშენებლობა იგეგმება.

დასრულებული სამუშაოები იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა, ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა დაათვალიერეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *