ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები

ინდოეთში სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრებიან. ჩემპიონატი ბადმინტონში ტარდება.

ლილე ლანჩავა, ნინო გოდერიძე, ლიზი ახალაძე და ქეთი სირბილაძე ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ გააცილეს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვიღებთ მონაწილეობას. 60-იანი წლებიდან მოყოლებული ქუთაისში ამ სპორტის დიდი ტრადიციებია, თუმცა ბოლო წლებში მხარდაჭერის გარეშე იყო დარჩენილი. ამ სპორტის სახეობის განვითარებაში ძალიან ბევრი ბავშვი ჩაება,”-განაცხადა ბადმინტონის იმერეთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო ლექვინაძემ.

გოგონებმა 2016-2017 წლებში საქართველოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვება მოიპოვეს.

სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი ინდოეთში 19-25 აპრილს ჩატარდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *