ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა

გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ, დღეს მ.ყუფარაძის სახელობის ტანვარჯიშის #20 სპორტული სკოლის თანამშრომლებს ახალი უფროსი პაატა უგულავა წარუდგინა.

,, დღეს ჩვენ წარვადგინეთ ტანვარჯიშის სპორტსკოლის ახალი დირექტორი პაატა უგულავა, რომელიც გამოცდილი კადრია. წლების წინ მუშაობდა აღნიშნულ თანამდებობაზე, მისი მოღვაწეობის პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა, კარგად იცნობს სპორტსკოლაში არსებულ ვითარებას. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით განვიხილეთ და შევარჩიეთ მისი კანდიდატურა. “- განაცხადა სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ.

პაატა უგულავა ტანმოვარჯიშეა. 8 წლიანი სპორტული კარიერის შემდეგ სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა ქუთაისის ტანვარჯიშის სკოლაში. 7 წლის განმავლობაში იყო სპორტული სკოლის დირექტორი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *