ქუთაისში ახალ სპორტულ ბაზებზე

ფეხბურთისა და რაგბის 2 ბუნებრივსაფარიანი და 1 ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა. მოედნები რამდენიმე ასეულ მაყურებელზეა გათვლილი მცირე ტრიბუნებით. ქუთაისში მიმდინარე ახალი სპორტული მოედნების მშენებელობა უახლოეს მომავალში დასრულდება. მშნებელობის მიმდინარეობის პროცესი კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ერთად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმაც დაათვალიერა.
“გავეცანით ქუთაისში მიმდინარე სამუშაოებს. ჯერჯერობით ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობს და ძალიან მალე დასრულდება კიდეც ახალი მოედნების მშენებლობა.

მსურს ხაზი გავუსვა ამ პროექტის მნიშვნელობას და დიდი მადლობა გადავუხადო როგროც ჩვევს მთავრობსა, ასევე სპორტის ყოფილ მინისტრს, ტარიელ ხეჩიკაშვილს, რომლის წვლილი ძალიან დიდი ამ პროექტის განხორციელებაში. ახალი ინფრასტრუქტურა ქართულ ფეხბურთს ძალიან სჭირდება და დარწმუნებული ვარ, ამ მოედნებზე არაერთი ნიჭიერი და წარმატებული ქართველი ფეხბურთელი გაიზრდება.”- განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *