ქუთაისში 2 ათასამდე მოქალაქეს სადეზინფექციო საშუალებები გადასცეს. საქველმოქმედო აქცია

ქართულ-ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწყო. როგორც ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა, აქციას მოსახლეობისგან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. 

,,ქვეყანაში შექმნილი ვირუსული მდგომარეობის გამო, ქართულ-ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ახალი ლიდერების ინიციატივა” მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მხარდაჭერით  საქველმოქმედო აქცია გამართა. ყველა მოქალაქეს უსასყიდლოდ ანტივირუსული სადეზინფექციო საშუალებები გადაეცათ.”- განაცხადა ,,ახალი ლიდერების ინიციატივას” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი გველესიანმა. 

ორგანიზაციამ  საქველმოქმედო აქცია უკვე მეორედ მოაწყო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *