ქუთაისისა და იმერეთის ტურიზმის ცენტრის ინფორმაციით, 2019 წელს ქუთაისში

შემოსულმა რუსი ტურისტების რაოდენობამ ტოპ ხუთეულში ბოლო ადგილზე გადაინაცვლა. 2018 წელს ხუთეულში რუსეთს მესამე ადგილი ეკავა. 2019 წლის ტოპ 5 ქვეყანა ასე გამოყურება: გერმანია, პოლონეთი, ინგლისი, საფრანგეთი და რუსეთი. გასული წლის ხუთეული კი ასეთია: გერმანია, პოლონეთი, რუსეთი, ინგლისი, საფრანგეთი.

2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ოქტომბრამდე ქალაქში ტურისტების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა. 2018 წელს ქუთაისში 19857, ხოლო 2019 წელს 21902 ვიზიტორი ესტუმრა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *