ქუთაისში 64 წლის მარტოხელა ქალი სოციალური დახმარების დანიშვნას

ითხოვს. მაყვალა სვანიძე თამარ მეფის 31-ში, ნათესავის სახლში ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, საკვებით, მედიკამენტებითა და კომუნალურებისათვის საჭირო თანხით მეზობლები ეხმარებიან. მაყვალა სვანიძე ვერ პენსიით სარგებლობს. 

“პენსიას ვერ ვიღებ წინასწარ გამოვიტანე და 2023 წლამდე ვეღარ ვისარგებლებ. მეუღლის ოპერაციისათვის დამჭირდა, რის შემდეგადაც გარდაიცვალა. ახლა მეც საოპერაციო ვარ. ერთი შვილი მყავს და ისიც პატიმარი. მარტოხელა ვარ და თავის გატანა მიჭირს. საკვები და წამლები მეზობლებს მოაქვთ. სოფელ ოფურჩხეთში სახლში მაქვს, სოციალურმა აგენტებმა შეამოწმეს და ქულა აღარ მომცეს,”-ამბობს მაყვალა სვანიძე.

მარტოხელა ქალის პრობლემებს “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია გაეცნო და ხელისუფლებას დახმარებისაკენ მოუწოდა.

“მინდა ხელისუფლებას ვუთხრა, რომ ორ მილიონზე მეტის დახარჯვას აქციაში და ძალის დემონსტრირებას თავი დაანებეთ და ასეთ ადამიანებს დაეხმარეთ. ესენი მისი ნებით წაჰყვებიან შემდეგ აქციაზე. სიკვდილიანობა და ემიგრაცია გაზრდილია. რამდენიმე წელში საქართველო აღარ იარსებებს,”-ამბობს გოგი წულაია.

ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *