11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება,

საქართველო ამ დღის აღნიშვნას წელს უკვე მეორედ შეუერთდა. მთის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ შეხვედრას მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, მაღალმთიანი სოფლების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მთის თემის პოპულარიზაციისთვის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ სხვადასხვა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, მათ შორის პოეტ ბესიკ ხარანაულს, რომელსაც წელს 80 წელი შეუსრულდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2015 წელს შემუშავდა კანონი “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ”. იმავე წელს შეიქმნა მთის ეროვნული საბჭო და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი.

“მთის კანონის” თანახმად მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის დაწესებულია როგორც სოციალური, ისე საგადასახადო შეღავათები მთაში ეკონომიკური საქმიანობის წახალისების მიზნით.

მთის სტატუსი დღეს მინიჭებული აქვს ქვეყნის 1,731 დასახლებას. მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით სარგებლობს 246,012 მოქალაქე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *