შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზესტაფონში მომხდარ ავარიაში

პოლიციელის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, 29 ნოემბერს, გარდაცვლილი საპატრულო პოლიციის ავტომობილიდან გადმოდიოდა, რა დროსაც ავტომანქანა დაეჯახა. მრავლობითი ღია და დახურული ტიპის მოტეხილობებით ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *