ქუთაისის მოსახლეობის 40 პროცენტი 24 საათიან წყალმომარაგებით,  სავარაუდოდ,

ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში ისარგებლებს. 

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ფაზა დასრულების ეტაპზეა. შესრულებულ სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ეკატერინე გალდავასთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან და ქუთაისის მერთან გიორგი ჭიღვარიასთან ერთდ გაეცნო.

,,ეს პროექტი ერთ-ერთი მასშტაბურია ყველა იმ პროექტებში, რომლებსაც გაერთიანებული წყალმომარაგება ახორციელებს. საერთო ქსელმა რაც გაკეთდა დაახლოებით 200 კილომეტრი შეადგინა დაახლოებით. 18 კილომეტრი შეადგინა მაგისტრალურმა ქსელმა.რამდენიმე სათაო ნაგებობა აშენდა თავიდან და რამდენიმე სატუმბი სადგური. მთლიანობაში ეს გვაძლევს ასეთ სურათს, რომ  სავარაუდოდ ამ თვის ბოლოს, იმ თვის დასაწყისში ქუთაისის მოსახლეობის 40 % მიიღებს 24 საათიან უმაღლესი ხარიხის წყალს.” – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოაგდილე ილია ბეგიაშვილმა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *