სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის სა­ჯა­რო და კერ­ძო სექ­ტორ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის

დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როსმა აუ­დი­ტორმა არ­ჩილ ჯა­ვე­ლი­ძემ ქუთაისში გამართულ ბავშვთა უფლებების ფორუმზე არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევის შესახებ ისაუბრა. ჯაველიძის თქმით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა უფლებების დარღვევის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ჯაველიძე პრობლემებს ხედავს სკოლებში მიმდინარე ვიდეო მონიტორინგსა და მოსწავლის პირადი საქმის წარმოებაში.

“გვაქვს შემთხვევები, როდესაც სკოლებში, საპირფარეშოებსა და გამოსაცვლელ ოთახებში მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგი. ინსპექტორის გადაწყვეტილებით, კონკრეტულ სკოლებს დაევალათ ვიდეო თვალთვალის შეწყვეტა, ცნობილი იქნა სამართალდარღვევად და ამ კუთხით დანარჩენ სკოლებს გაეწიათ რეკომენდაცია, რომ არ განახორციელონ ვიდეო მონიტორინგი,”-განაცხადა ჯაველიძემ.

არჩილ ჯაველიძე სოციალურ ქსელში არასრულწლოვანთა მონაცემების განთავსებასაც გამოეხმაურა და მშობლებს სიფრთხილის გამოჩენისაკენ მოუწოდა. 

“მინდა რეკომენდაციის სახით ვუთხრა მშობლებს, სანამ შვილების მონაცემებს ინტერნეტ სივრცეში განათავსებენ, დაფიქრდნენ თუ რა რაოდენობის მონაცემებს ასაჯაროვებენ. ვინაიდან, ფოტოსურათი, ვიდეოჩანაწერი ან ინფორმაცია ლოკაციის შესახებ არის პერსონალური მონაცემი და მეტი სიფრთხილე სჭირდება, როდესაც საქმე არასრულწლოვანს ეხება,”-განმარტა ჯაველიძემ.

შეგახსენებთ, ბავშვთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში ფორუმი-“თანამედროვე გამოწვევები, თანამედროვე გადაწყვეტებით” მოეწყო. მისი მიზანია, ბავშვთა განვითარებისა და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს, პირებს შესთავაზოს საინფორმაციო და სადისკუსიო პლატფორმა, სადაც განხილული იქნება ერთი მხრივ, ის სპეციფიკური გამოწვევები, რომლებიც თანამედროვეობაში ბავშვების აღზრდა-განვითარების და მათი უფლებების რეალიზების კუთხით არსებობს; მეორე მხრივ, კი წარმოდგენილი იქნება პრევენციული ხასიათის რეკომენდაციები, წარმატებული პრაქტიკები და სახელმწიფოში არსებული კონკრეტული სერვისები, შესაძლებლობები და დაცვის მექანიზმები ბავშვთა საჭიროებების მიმართულებით.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *