ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ,,ღია სახლი” ბავშთა ადრეული განვითარების

პროგრამის პროვაიდერია. ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განვითარების დარღვევის ან დარღვევის რისკის მქონე 0-დან 7-წლამდე ასაკის ბავშვებისათვის განვითარების სპეციალისტის მომსახურება უფასოა. 

აღნიშნული სერვისი აძლიერებს ოჯახებს ბავშვების განვითარების ხელშეწყობაში, ზრდის ბავშვების დამოუკიდებლობის ხარისხს, ხელს უწყობს ბავშვების მომზადებასა და ჩართვას შესაბამის საგანმანათლებლო სისტემაში (ბაღი/სკოლა), რათა თავი იგრძნონ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.

მომსახურება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გულისხმობს თვეში 8 ვიზიტს, ამასთან თითო ვიზიტის ხანგრძლივობა 1 საათია. ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს შემუშავებული ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, რომელშიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას სპეციალისტებთან ერთად მშობლები და ოჯახის სხვა წევრები.

ფსიქოლოგიური მომსახურეობის ცენტრი ,,ღია სახლი” ადრეული განვითარების პროგრამას იმერეთის მაშტაბით ახორციელებს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *