ზესტაფონში​ მეხანძრე-მაშველებმა ძაღლი გადაარჩინეს.

ის მდინარე ყვირილაზე არსებულ ხიდთან ახლოს, ჯებირზე იყო და წყლის ადიდების გამო ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. მაშველებმა ოთხფეხა მეგობარი ნავის საშუალებით უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *