ტყიბულის ორ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დღეს დაიწყო.

ახალსოფლისა და ხრესილის საბავშვო ბაღებში პროცესის დაწყების გადადების მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა. სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, ორივე ბაღში მოეწყო სამზარეულო, სასაწყობო ოთახი და სველი წერტილები. ახალსოფელში, ასევე მოწესრიგდა აქტივობების ოთახი და საძინებელი.

პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 31 540 ლარი დაიხარჯა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ორპირის ბაღშიც მიმდინარეობს, სადაც სასწავლო სააღმზრდელო-პროცესი 4 ნოემბერს დაიწყება.

ფოტო: ტყიბულის მერია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *