ქუთაისის თოჯინების თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

ამის შესახებ თეატრის ხელმძღვანელმა თეიმურაზ ბაღდავაძემ განაცხადა. ბაღდავაძე რეაბილიტაციის სრულად დასრულების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს და ამბობს, რომ მცირე კოსმეტიკური სამუშაოები ხორციელდება და შენობა სუფთავდება.

“მიმდინარეობს კოსმეტიკური სამუშაოები, თავს ვიკავებ კონკრეტული ვადების დასახელებისაგან. კოსმეტიკური სამუშაოებისა და დასუფთავების შემდეგ, დაგვჭირდება დრო, რომ განთავსდეს ტექნიკა და ავეჯი,”-ამბობს ბაღდავაძე.

თოჯინების თეატრში რეაბილიტაციას შპს “ბა-ნი” ახორციელებს. სამუშაობი გასული წლის მაისში დაიწყო და ექვს თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, სამუშაოების ჩაბარების დრო გახანგრძლოვდა.

ახალი სეზონი ქართულ-ხალხური ზღაპრის მიხედვით შექმილი სპექტაკლის  “ჩხიკვთა ქორწილი” საპრემიერო ჩვენებით გაიხსნება. სპექტაკლის რეჟისორი ლევან გაბრიჭიძეა.

ფოტო: თეკო ჭეიშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *