საზოგადოება
ქუთაისში მასშტაბური მსვლელობა "მარში კლიმატისათვის" მოეწყო
სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა "თაობათა დიალოგი" ქუთაისში მასშტაბური მსვლელობა "მარში კლიმატისათვის" მოაწყო. მარშის მონაწილეები მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ. მსვლელობით ორგანიზაცია მსოფლიო მშვიდობიან კამპანიას GLOBAL STRIKE შეუერთდა. მონაწილეებმა მსოფლიო ლიდერებს კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად სწრაფი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

"დღეს მთელ მსოფლიოში იმართება გლობალური სტრაიკი, რომლის მთავარი მიზანია, რომ მსოფლიო ხელისუფლებებს ვუთხრათ, რომ კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად სასწრაფოდ იმოქმედონ. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი პროცესი იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ დაჩქარდა კლიმატის ცვლილებები იმაზე მეტად, ვიდრე ეს იყო ნავარაუდები. ჩვენ არ გაგვაჩნია სხვა პლანეტა და მას მაქსიმალურად უნდა მოვუაროთ,"-განაცხადა 350.ორგ-ის წარმომადგენელი საქართველოში, ნუგზარ კოხრეიძემ.

კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად 600-ზე მეტი პირი დარეგისტრირდა.

"კლიმატური მარში" მსოფლიოს მასშტაბით იმართება და მასში ამ დრომდე 1000-ზე მეტი ქალაქია ჩართული.
| Print |